გაცვლითი პროგრამა ჯიუ-ს აკადემიური პერსონალისთვის გერმანიის ეიხშტაატ-ინგოლშტატის კათოლიკურ უნივერსიტეტში! - GIU
🇩🇪 გაცვლითი პროგრამა 𝐆𝐈𝐔-ს აკადემიური პერსონალისთვის #გერმანიის ეიხშტაატ-ინგოლშტატის კათოლიკურ უნივერსიტეტში!
🔻კონკურსი ERASMUS+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველი აკადემიური პერსონალისთვის
👉საქართველოს საერთაშორისო უნვერსიტეტი ჯიუ გერმანიის ეიხშტაატ-ინგოლშტატის კათოლიკურ უნივერსიტეტთან არსებული “ERASMUS+”-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის და ასევე ბიზნესის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის აკადემიური პერსონალის შესარჩევად აცხადებს კონკურსს.
🔻კონკურსი ჩატარდება რამდენიმე ეტაპად:
▪️I ეტაპი – კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა;
▪️II ეტაპი – ტესტირება/გასაუბრება ინგლისურ ენაში;
▪️III ეტაპი – პრეზენტაცია.
🔻კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
▪️განცხადება გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე;
▪️დიპლომების ასლები;
▪️სამოტივაციო წერილი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
▪️ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი. მათ შორის, ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის დიპლომი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
▪️CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
▪️შესაბამისი ცნობა უნივერსიტეტიდან;
▪️1 ან 2 სარეკომენდაციო წერილი (აკადემიური პერსონალის შემთხვევაში სარეკომენდაციო წერილი გაიცემა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს შესაბამისი სკოლის დეკანის, პროგრამის ხელმძღვანელის ან/და სხვა ისეთი აკადემიური პერსონალის მიერ, რომელიც იცნობს პირის სამეცნიერო/პედაგოგიურ მოღვაწეობას);
▪️გაცვლითი პროგრამისათვის აუცილებელი სხვა უნარებისა და მიღწევების დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობის შემთხვევაში (კონფერენციებში, ტრენინგებში, მასტერკლასებსა და სხვა კონკრეტულ აქტივობებში მონაწილეობისა და გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტები).
💡კონკურსანტთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადა: 18.07.2024 წელი. #ჯიუ #გისურვებთწარმატებებს!

FAQ