კონკურსი აკადემიური პერსონალისთვის: ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნვერსიტეტი ჯიუ გერმანიის ეიხშტაატ-ინგოლშტატის კათოლიკურ უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის მობილობის ფარგლებში უნივერსიტეტის ბიზნესის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის აკადემიური პერსონალის შესარჩევად აცხადებს კონკურსს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • განცხადება გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე;
  • დიპლომების ასლები;
  • სამოტივაციო წერილი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი. მათ შორის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის დიპლომი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ინგლისური ენის ცონის დონე შემოწმდება ინგლისურ ენაში ტესტირებით კონკურსის მესამე ეტაპზე;
  • CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
  • შესაბამისი ცნობა უნივერსიტეტიდან;
  • 1 ან 2 სარეკომენდაციო წერილი (აკადემიური პერსონალის შემთხვევაში სარეკომენდაციო წერილი გაიცემა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს შესაბამისი სკოლის დეკანის, პროგრამის ხელმძღვანელის ან/და სხვა ისეთი აკადემიური პერსონალის მიერ, რომელიც იცნობს პირის სამეცნიერო/პედაგოგიურ მოღვაწეობას);
  • გაცვლითი პროგრამისათვის აუცილებელია (სხვა უნარებისა და მიღწევების დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში) კონფერენციებში, ტრენინგებში, მასტერკლასებსა და სხვა კონკრეტულ აქტივობებში მონაწილეობისა და გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტები;

კონკურსის მეორე ეტაპზე კონკურსანტები გაივლიან გასაუბრებას ინგლისურ ენაზე, ხოლო მესამე ეტაპზე ჩატარდება ტესტირება ინგლისურ ენაში.

კონკურსის პირველი ეტაპისათვის საბუთების გადმოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 16 ოქტომბერი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ:

ლალი ბალახაძე

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი

მობ: 5(93) 761 354

ელ. ფოსტა: hr@giu.edu.ge

FAQ