მეორე საერთაშორისო დიპლომის მიღების შესაძლებლობა GIU-ს სტუდენტებისთვის - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ში ელექტრონული კომერციის (E-Commerce) საერთაშორისო პროგრამაზე სასწავლო პროცესი უკვე დაიწყო. კურსს ჩინეთიდან მოწვეული პროფესორი უძღვება, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, უშუალოდ სფეროს წამყვანი საერთაშორისო ექსპერტისგან მიიღონ სიღრმისეული ცოდნა.
აღნიშნული ინიციატივით GIU თავის სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შანსს – დაეუფლონ მეორე, თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას სრულად უფასოდ და მიიღონ Guangzhou International Economics College-ის (GIEC) საერთაშორისო დიპლომი.
პროგრამის დასკვნით ეტაპზე GIU-ს სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიარონ სტაჟირება ჩინეთში, GIEC-სა და პარტნიორ კომპანიებში, სადაც ისინი თეორიულ ცოდნას გამოიყენებენ პრაქტიკაში და ჩინეთის მასშტაბურ ბიზნეს გარემოში შეიძენენ ფასდაუდებელ საერთაშორისო გამოცდილებას.
ელექტრონული კომერციის პროგრამა ოფიციალურად წარადგინეს GIU-ს რექტორმა, პროფესორმა ელი ელისაშვილმა და ვიცე-რექტორმა ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო სტუდენტების რეკრუტირების მიმართულებით, სელინა ლიმ.
ეს არის გზა, რომელიც სტუდენტებს უხსნის კარიერას გლობალური ბიზნესის სამყაროში, ეხმარება უნარ-ჩვევების განვითარებაში გლობალური ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და ყალიბებს მათ საერთაშორისო დონის კონკურენტუნარიან სპეციალისტებად.