მრგვალი მაგიდა: „ციფრული გამოწვევები და ჟურნალისტური განათლება“ - GIU
2024 წლის 31 მაისს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „ციფრული გამოწვევები და ჟურნალისტური განათლება“.
თბილისის 15-მდე უმაღლესი სასწავლებლის ჟურნალისტიკის სპეციალობის აკადემიურმა პერსონალმა და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებმა იმ გამოწვევებსა და სიახლეებზე ისაუბრეს, რომელიც ციფრულ ეპოქაში ჟურნალისტურ განათლებას უკავშირდება და საკუთარი მოსაზრებებიც გაუზიარეს ერთმანეთს.
მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა კომპანია „ინოვატორ“-ის ტექნიკური დირექტორი დავით რობაქიძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე: „მედიატექნოლოგიები ჟურნალისტიკის სწავლების სამსახურში“.
ამავე დღეს საზეიმოდ დაიხურა სტუდენტური ფოტოგამოფენა ,,რაკურსი 2024“. ფოტოგამოფენაში მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.

FAQ