საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი - საერთაშორისო კონფერენციაზე თურქეთში - GIU

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ-ს სარტყლისა და გზის კვლევითი ინსტიტუტისკოორდინატორმა, თამარ თარალაშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში“ცენტრალური ევრაზიის მუსლიმები 21-ე საუკუნეში: გამოწვევები, შესაძლებლობები დაპერსპექტივები”, რომელიც ქალაქ სტამბოლში ჩატარდა 13-19 ოქტომბერს. თამარის მოხსენებაშეეხებოდა აიდენტიტარიანული ახალგაზრდული მოძრაობების აღზევებას და ისლამოფობიასევროპაში და  საქართველოში.

კონფერენცია ორგანიზებული იყო ისლამური აზროვნების საერთაშორისო ინსტიტუტის (IIIT) დაცოდნის ინტეგრაციის ინსტიტუტის (IKI) მიერ.

თამარ თარალაშვილი ქემნიცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (გერმანია), ევროპის კვლევებისმიმართულების დოქტორანტურის სტუდენტია და აქტიურად ეწევა კვლევით საქმიანობას. ისაგრძელებს ცოდნის ინტეგრაციის ინსტიტუტთან (IKI) თანამშრომლობას, მოიპოვა კვლევითი გრანტი  და შემდეგი ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს კვლევაზე: მუსლიმი ახალგაზრდებისგანათლებისა და დასაქმების გზების შესწავლა საქართველოში: საჭიროებები და გამოწვევები.

FAQ