საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს წარმომადგენლები ,,Peace 4 All" ღონისძიებაზე - GIU

2023 წლის 18 ნოემბერს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ასისტენტ პროფესორმა გრიგოლ კალანდაძემ მონაწილეობა მიიღო,,გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ახალგაზრდობის ყოფილ წარმომადგენელთა ქსელის“ მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში: „PEACE 4 ALL“.

უნივერსიტეტის წარმომადგენელმა შეხვედრის მსვლელობისას ისაუბრა უნივერსიტეტის მიერ “Erasmus+”-ის ფარგლებში მოგებულ პროექტებსა და იმ აქტივობებზე, რომლებიც ჯიუ-ს ქართულ-უკრაინული ენებისა და კულტურის ინსტიტუტის ფარგლებში განხორციელდა. ბატონმა გრიგოლმა ყურადღება გაამახვილა აკადემიური სექტორისა და საერთაშორისო პროექტების მნიშვნელობაზე კროსკულტურული კომუნიკაციების განვითარების საკითხში. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს სტუდენტური თვითმმართველობის საერთაშორისო მიმართულების მენეჯერი – გიორგი ჭიტაძე.

FAQ