ტრენინგი „ხელშეკრულების ინტერპრეტაციის და შედგენის მეთოდოლოგია“ - GIU

2024 წლის 30 იანვარს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს  ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით „ხელშეკრულების ინტერპრეტაციის და შედგენის მეთოდოლოგია“.

სპიკერმა ისაუბრა ხელშეკრულების  გავრცელებული  ფორმების შესახებ,  მხარეებს შორის წარმოშობილ უფლებებსა და ვალდებულებებზე, სამართლებრივ გარანტიებზე და  ხელშეკრულების შედგენისას გასათვალისწინებელ მნიშვნელოვან პირობებსა და შედგენის მეთოდოლოგიაზე.

ტრენინგს უძღვებოდა GIU-ს  ასოცირებული პროფესორი, სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი თათია დოლიძე.

FAQ