უნივერსიტეტ ჯიუ-სა და ბუსანის უცხოურ სწავლებათა უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-სა და ბუსანის უცხოურ სწავლებათა უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა!

სიამაყით გაცნობებთ, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-სა და ბუსანის უცხოურ სწავლებათა უნივერსიტეტს (კორეის რესპუბლიკა) შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.

აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის საფუძველი ჩაეყარა საგანმანათლებლო, კულტურულ და კვლევით ურთიერთობებს.

შეთანხმების საფუძველზე უნივერსიტეტები შეძლებენ როგორც სტუდენტების, ისე აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლას. ამავე დროს, შეთანხმების მიზანია, ხელი შეუწყოს მხარეთა მიერ კონფერენციების, სემინარების, ვორქშოპების, ტრენინეგებისა და სხვადასხვა ტიპის ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებას.

აღნიშნული შეთანხმება მხარეებს ასევე აძლევს შესაძლებლობას საერთაშორისო პროექტების ფარგლებში ერთობლივი განაცხადების წარდგენასთან დაკავშირებით.

FAQ