უნივერსიტეტ ჯიუ-ში გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე: „ციფრული გამოწვევები და ჟურნალისტური განათლება“ - GIU
2024 წლის 31 მაისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე: „ციფრული გამოწვევები და ჟურნალისტური განათლება“

თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის #ჟურნალისტიკის სპეციალობის ლექტორები და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები იმსჯელებენ იმ გამოწვევებზე, რომელიც უკავშირდება ციფრულ ეპოქაში ჟურნალისტურ განათლებას.

შეხვედრის ფარგლებში კომპანია „ინოვატორის“ წარმომადგენელი, დავით რობაიძე წარუდგენს დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციას თემაზე: „მედიატექნოლოგიები ჟურნალისტიკის სწავლების სამსახურში“.

ამავე დღეს, 31 მაისს, საზეიმოდ დაიხურება სტუდენტური ფოტოგამოფენა „რაკურსი 2024“.

მისამართი: სამღერეთის ქუჩა #5

#GIU #საქართველოსსაერთაშორისოუნივერსიტეტი

FAQ