ფსიქოლოგიის ლექცია ჯიუ-ს კამპუსში - GIU
🔴 ლექცია 𝐆𝐈𝐔-ს კამპუსის ეზოში: სასწავლო წლის დასასრულს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს კანცლერის მრჩეველმა, პროფესორმა მარიამ დარბაიძემ #ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან საგნის ,,ადამიანის ანატომიის საფუძვლები“ ფარგლებში, უნივერსიტეტის ეზოში, ღია ცის ქვეშ, სემინარი ჩაატარა.
👉 სწავლების ეს ფორმატი კიდევ უფრო სასიამოვნოს, შთამბეჭდავსა და ორიგინალურს ხდის სასწავლო პროცესს.
სასწავლო წლის სასიამოვნო დასასრული, ჯგუფური მსჯელობა და კომუნიკაციის ეს ფორმატი, ფინალური გამოცდების დამღლელი კვირეულის წინ, მეტ მოტივაციას უქმნის სტუდენტებს და პოზიტიურად განაწყობს თითოეულ მათგანს.
▪️ბიზნესის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა
▪️პროგრამა – ფსიქოლოგია (კოდი: 1430108)
შეგახსენებთ, ჯიუ-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის პირველ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში ისარგებლებთ შიდა საუნივერსიტეტო #გრანტით.

FAQ