ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში GIU-ს სტუდენტებისთვის ტრენინგი ჩატარდა - GIU
🔴𝟏𝟖-𝟐𝟒 მარტს საერთაშორისო მასშტაბით ფულის გლობალური კვირეული აღინიშნება.
✔️კვირეულის ფარგლებში, 𝟐𝟐 მარტს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ 𝐆𝐈𝐔-ს, საქართველოს ეროვნული ბანკისა და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პლატფორმის, 𝐰𝐰𝐰.𝐟𝐢𝐧𝐞𝐝𝐮.𝐠𝐨𝐯.𝐠𝐞 – ფინედუს ორგანიზებით, სტუდენტებისთვის ფინანსური განათლების თემაზე ერთობლივი ტრენინგი ჩატარდა.
✔️ფულის გლობალური კვირეულის 𝟐𝟎𝟐𝟒 წლის მთავარი თემა ფინანსური უსაფრთხოებაა. წლევანდელი კამპანიის დევიზია – “დაიცავი შენი ფული, დაიცავი შენი მომავალი” (𝐏𝐫𝐨𝐭𝐞𝐜𝐭 𝐲𝐨𝐮𝐫 𝐦𝐨𝐧𝐞𝐲, 𝐒𝐞𝐜𝐮𝐫𝐞 𝐲𝐨𝐮𝐫 𝐟𝐮𝐭𝐮𝐫𝐞).
✔️ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდა, მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული და ჯგუფური სამუშაოები.
✔️სპიკერმა ისაუბრა ფულის ბიუჯეტირებაზე, ფულის დაზოგვასა და ფინანსურ უსაფრთხოებაზე.
✔️ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ საგანმანათლებლო მასალა და ტრენინგკურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

FAQ