შეხვედრა GIU-ს აკადემიურ პერსონალთან - GIU
𝟐𝟓 ოქტომბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა აკადემიურ პერსონალთან. შეხვედრის ფარგლებში ლექტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია სასწავლო პროცესთან და უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
𝐆𝐈𝐔-ს ლექტორებმა გამოთქვეს მოსაზრებები საგანმანათლებლო პროგრამების მიმდინარეობის, დაგეგმილ აქტივობებში ჩართულობისა და მხარდაჭერის შესახებ. ასევე ისაუბრეს სტუდენტებთან მუშაობის და მათი განათლების მიმართულებით განსახორციელებელ ინიციატივებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე.
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს აკადემიურ პერსონალთან მსგავსი ხასიათის შეხვედრები სისტემატიურ სახეს მიიღებს და დაიგეგმება როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ გარემოში.
𝐆𝐈𝐔 – შენი უნივერსიტეტია!

FAQ