შპს ,,საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს” მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი შიდა საგრანტო პროექტი - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს კონკურსს შიდა საგრანტო პროექტზე სახელწოდებით

„ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტრანსფორმაციის ტენდენციები“

შიდა საგრანტო კონკურსის მიზანია:

  • კვლევის, ინოვაციებისა და კრეატიულობის წახალისება და მხარდაჭერა;
  • თანამედროვე მაღალი სტანდარტების დარგობრივი ან/და ინტერდისციპლინური კვლევების განხორციელება და შედეგების გავრცელება;
  • სასწავლო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევართა, აგრეთვე სტუდენტთა მოტივირებისა და სამეცნიერო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო რეცენზირებად, იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალებში პუბლიკაციების რაოდენობის ზრდა.

შიდა საგრანტო პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 5 000 ლარს.

მიზნობრივი პროექტების განხორციელების ვადები განისაზღვრება პროექტის შინაარსიდან გამომდინარე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს: 

  • განცხადება რექტორის სახელზე (თანდართული ფორმის შესაბამისად);  საპროექტო განაცხადი(დანართი 1.); 
  • პროექტის აღწერა (დანართი2.); 
  • პროექტის განხორციელების გრაფიკი(დანართი3.); 
  • პროექტის ბიუჯეტი(დანართი4.); 
  • პროექტში მონაწილეობის თანხმობის წერილი(დანართი5.)
  • ამ მუხლით განსაზღვრული სავალდებულო დოკუმენტაციის ბეჭდური და ელექტრონული ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნეს უნივერსიტეტის  კანცელარიაში; 
  • საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულების შემდგომ, დოკუმენტაცია გადაეცემა შესაბამისი მიმართულების საკონკურსო კომისიას; 
  • კონკურსის ვადის დარღვევით წარმოდგენილი განცხადება განხილვას არ ექვემდებარება 

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ ინფორმაციას:

პროექტის წარმოდგენის ვადაა 2024 წლის 10 ივნისიდან  2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

პროექტი შეგიძლიათ წარმოადგინოთ  უნივერისტეტის კანცელარიაში, მისამართზე: თბილისი, სამღერეთის ქ. 5. 

და/ან  გამოაგზავნოთ კვლევების ხელშეწყობის ცენტრში  ელ. ფოსტაზე research@giu.edu.ge 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ  მიმართოთ კვლევების ხელშეწყობის ცენტრს  ელ. ფოსტაზე :  research@giu.edu.ge

 

FAQ