ჯიუ აგრძელებს სტუდენტებისთვის საერთაშორისო შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აგრძელებს საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან აქტიურ თანამშრომლობას და სტუდენტებისთვის საერთაშორისო შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
3 ოქტომბერს, ბათუმში გამართულ რეგიონულ საგანმანათლებლო შეხვედრაზე, GIU-ს წარმომადგენელმა, ჩინეთიდან მოწვეულმა ლექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა – რეი მინგმინმა, უნივერსიტეტი და მისი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები და შესაძლებლობები წარადგინა.
შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უფრო დეტალურად გაცნობოდნენ GIU-ში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს, საერთაშორისო მიმართულებებსა და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც უნივერსიტეტი სტუდენტებს სწავლისა და პროფესიული განვითარების გზაზე სთავაზობს.
ღონისძიება ლინგოსთარის ორგანიზებით გაიმართა და მისი მთავარი თემა იყო „ნიკო ნიკოლაძე – განათლება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა“. მოწვეულმა სპიკერმა, ნიკოლოზ წულუკიძემ, განათლების, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და საზოგადოებრივი განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
GIU-სთვის მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ცოდნის გაზიარებას, ახალი შესაძლებლობების გაცნობასა და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურება.
მადლობა ლინგოსთარს თანამშრომლობისა და მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო შეხვედრის ორგანიზებისთვის.