ჯიუ-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა „საქართველოში ნანუმის კორეულ ფონდთან“ - GIU
მიმდინარე წლის 10 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჯიუ-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა „საქართველოში ნანუმის კორეულ ფონდთან“. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში ჯიუ პასუხისმგებელი იქნება ფონდის ინტერესების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ორგანიზებასა და კორეის რესპუბლიკისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა ღონისძიებაში (სემინარი, ვორქშოპი, ტრენინგი და სხვ.) თავისი სტუდენტების ჩართვაზე. თავის მხრივ, ფონდი კი დაეხმარება ჯიუ-ს სტუდენტებს კორეული ენისა და კულტურის საკითხების უკეთ შესწავლაში და აქტიურად ჩაერთვება უნივერსიტეტის ახალი აკადემიური პროგრამების შემუშავების პროცესებში. 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს კანცლერმა, ასოცირებულმა პროფესორმა ელი ელისაშვილმა და „საქართველოში ნანუმის კორეული ფონდის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ბატონმა ჩანგდონგ კიმმა. 



FAQ