ჯიუ-ს ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალისთვის ,,სახანძრო უსაფრთხოების“ თემასთან დაკავშირებული მორიგი ტრენინგი ჩატარდა - GIU
25 ივნისს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალისთვის ,,სახანძრო უსაფრთხოების“ თემასთან დაკავშირებული მორიგი ტრენინგი ჩატარდა.
 სპიკერმა ისაუბრა სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებზე;
  • ხანძრის წარმოშობის ზემოქმედების ფაქტორებზე;
  • ხანძრის კლასიფიკაციის სახეობებზე, პრევენციული ზომებისა და დაცვის მექანიზმებზე.
  • გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილა შენობა-ნაგებობების და სათავსოების მოვლა-პატრონობაზე;
  • ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებსა და მექანიზმებზე. ასევე ევაკუაციის ფორმებზე.
ტრენინგის თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ სპიკერმა უპასუხა დასმულ კითხვებს.
დასასრულს, უნივერსიტეტის ეზოში, ცეცხლმაქრის გამოყენების პრაქტიკული ჩვენებაც მოეწყო.
ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი ნუგზარ მელაძე.

FAQ