ჯიუ-ს ადმინისტრაციის შეხვედრა საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამების აკადემიურ პერსონალთან - GIU
𝟐𝟎𝟐𝟒 წლის 𝟔 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ 𝐆𝐈𝐔-ს ადმინისტრაცია საერთაშორისო ურთიერთობების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამების აკადემიურ პერსონალს შეხვდა.
აღნიშნულ შეხვედრაზე 𝐆𝐈𝐔-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა ხაზი გაუსვა ჯიუ-ს მისიაში საერთაშორისო ურთიერთობების ფაქტორს და თქვა, რომ აღნიშნული პროგრამების წარმატებით განხორციელებისთვის უნივერსიტეტში ყველა პირობა არსებობს. ამის დასტურია 𝐆𝐈𝐔-ს მრავალწლიანი წარმატებული ურთიერთობები საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან და ასევე ის ფაქტი, რომ ჯიუ არის მსხვილი საერთაშორისო საგანმანათლებლო კორპორაციის წევრი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
𝐆𝐈𝐔-ს კანცლერმა, ასოცირებულმა პროფესორმა ელი ელისაშვილმა ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტის გაცვლით, ინსტიტუციური განვითარებისა და სხვა პროგრამებზე როგორც ევროპის, ისე აზიის კონტინენტებზე არსებულ უნივერსიტეტებთან.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში მონაწილეებისთვის მოეწყო ჩინური ჩაის მომზადების ცერემონია და დეგუსტაცია. ჩინეთიდან მოწვეულმა ლექტორმა, სიჩუანის ტელევიზიის ტელეწამყვანმა, ქალბატონმა ჟენ სიაომაომ ჩაატარა ჩინური ჩაის მომზადების მასტერკლასი, რომლის დროსაც დამსწრეებმა დააგემოვნეს რამდენიმე სახეობის ჩაი.

FAQ