ჯიუ-ს ვიცე-რექტორი სორბონის უნივერსიტეტში - GIU

მიმდინარე წლის 30 მაისს პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში (EIREST – University Paris 1 Panthéon-Sorbonne) ჩატარდა  საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო კონფერენცია ტურიზმისგამოწვევებზე: განახლებაზე, ურბანიზაციასა და რეფორმებზესაქართველოს შემთხვევა.

სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორი იყო სორბონის უნივერსიტეტი და კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლა.  მხარდამჭერი –  ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და  საქართველოს საელჩო საფრანგეთში.

კონფერენცია ეხებოდა  საქართველოს (ბათუმის) ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებასა დატრანსფორმაციას უკეთესი მიღწევებისთვის რეგიონულ, სახელმწიფო და საერთაშორისო დონეზე.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ვიცე-რექტორი,  ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი სოფიკო თევდორაძე.

მისი მოხსენების თემა იყო  ,,Exploring Sustainable MICE Tourism Development Opportunities in Batumi”.

 

FAQ