ჯიუ-ს სტუდენტი, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ერთი სემესტრით მალაიზიაში მიემგზავრება!
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ინტის საერთაშორისო უნივერსიტეტში (მალაიზია) საერთაშორისო მობილობის მიზნით გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია. გაცვლით პროგრამაზე, კონკურსის შედეგად. ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მარიამ იაკობაშვილი შეირჩა.
აღნიშნული სტუდენტი ინტის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში გაემგზავრება სასწავლებლად.
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-სა და ინტის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის აღნიშნული გაცვლითი პროგრამა წელს ამოქმედდა. ჯიუ-ს ერთი სტუდენტი ამჟამად უკვე სწავლობს აღნიშნული გაცვლითი პროგრამით მიმდინარე სემესტრში ინტის საერთაშორისო უნივერსიტეტში.