ბიზნესის ადმინისტრირება

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

ბიზნესის ადმინისტრირების  სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები და პროცედურები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, გაწერილია სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში, განთავსებულია უნივერსიტეტის  ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.  

საგანმანათლებლო  პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს საერთო სამაგისტრო  გამოცდების საფუძველზე ან საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

სამაგისტრო პროგრამაზე მიღების დამატებითი პირობაა:

  • შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა  სპეციალობაში;
  • უცხო ენის შესაბამის (B2) დონეზე ცოდნის დადასტურება სერტიფიკატით ან უნივერსიტეტის დოკუმენტის  “ენობრივი კომპეტენციიის განსაზღვრის წესი”-ს  მიხედვით.

ბიზნესის ადმინისტრირება

აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხური:

მაგისტრატურა

კვალიფიკაციის დონე:

VII

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი

სწავლების ენა:

ინგლისური ენა

პროგრამის კოდი:

0413 მენეჯმენტი და ადმინისტრირება

პროგრამის მოცულობა (ECTS) :

120 კრედიტი, მინიმუმ 4 სემესტრი

პროგრამის ხელმძღვანელი

ზურაბ მუშკუდიანი - პროფესორი

მზად ხართ გახდეთ ჩვენი სტუდენტი?