
განცხადება გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე;

დიპლომების ასლები;

სამოტივაციო წერილი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);

ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი. მათ შორის, ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის დიპლომი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);

შესაბამისი ცნობა უნივერსიტეტიდან;

1 ან 2 სარეკომენდაციო წერილი (აკადემიური პერსონალის შემთხვევაში სარეკომენდაციო წერილი გაიცემა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს შესაბამისი სკოლის დეკანის, პროგრამის ხელმძღვანელის ან/და სხვა ისეთი აკადემიური პერსონალის მიერ, რომელიც იცნობს პირის სამეცნიერო/პედაგოგიურ მოღვაწეობას);

გაცვლითი პროგრამისათვის აუცილებელი სხვა უნარებისა და მიღწევების დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობის შემთხვევაში (კონფერენციებში, ტრენინგებში, მასტერკლასებსა და სხვა კონკრეტულ აქტივობებში მონაწილეობისა და გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტები).