მესამე მისია

მესამე მისიის განაცხადი

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ , გარდა აკადემიური და კვლევითი მისიისა, სრულად იზიარებს და ემსახურება უნივერსიტეტის მესამე მისიის არსს – საზოგადოებაზე ორიენტირებულ განვითარებას, სოციალურ პასუხისმგებლობას და სამოქალაქო ჩართულობას.

ჯიუ-ის მესამე მისიის საფუძველი მდგომარეობს რწმენაში, რომ უნივერსიტეტი უნდა იყოს აქტიური მონაწილე ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში, რაც განპირობებულია ცოდნის, გამოცდილებისა და ინოვაციური რესურსების სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების საჭიროებებზე მორგებით.

ჩვენთვის მესამე მისია გულისხმობს:

  • საზოგადოებრივ განათლებაზე ორიენტირებულ პროექტებს – ტრენინგები, სემინარები, საჯარო ლექციები და ღია საუნივერსიტეტო პლატფორმები;

  • მონაწილეობას სოციალურ და რეგიონულ განვითარების პროცესებში – ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით;

  • კულტურული და სამოქალაქო ღირებულებების გაძლიერებას – ახალგაზრდების, სკოლის მოსწავლეების და მოქალაქეების აქტიური მხარდაჭერით;

  • სტუდენტური და აკადემიური მოხალისეობის ხელშეწყობას, რაც აძლიერებს სოციალური ერთიანობისა და ურთიერთპატივისცემის კულტურას;

  • ინკლუზიურ და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომლობას კერძო, საჯარო და მესამე სექტორის წარმომადგენლებთან.

GIU მიიჩნევს, რომ მესამე მისია არ არის დამატებითი ფუნქცია, არამედ უნივერსიტეტის სტრატეგიული ხედვის ორგანული ნაწილი, რომელიც ეფუძნება ღირებულებებს – ღიაობას, პარტნიორობას და საზოგადოებრივი სარგებლის შექმნას.

GIU-ს მესამე მისიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები (2025 წელი)

  • GIU-ს საჯარო ლექცია ,,ციფრებს მიღმა: როგორ აფასებენ ბანკები თქვენს მოთხოვნას სესხზე და როგორ შევამციროთ დაფინანსებაზე უარი?”

  • GIU-ს მასტერკლასი: ,,შრომითი დისკრიმინაცია და კერძო სექტორში არსებული გამოწვევები“

  • GIU-ს ვორქშოპი: ,,როდესაც შფოთვა არ გიშლის ხელს”

  • საინტერესო შეხვედრა თემაზე: ,,ფულის ფსიქოლოგია”

  • GIU-ს საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „ომბუდსმენის ოფისის როლი“

  • GIU-ში მასტერკლასი სახელწოდებით: ,,ქალები ბიზნესში” 

  • აბიტურიენტებისთვის ისტორიის 𝐎𝐧𝐥𝐢𝐧𝐞 მასტერკლასი!

  • GIU-ს იმიტირებული სასამართლო პროცესი აბიტურიენტებისთვის

  • აბიტურიენტებისთვის ინგლისური ენის 𝐎𝐧𝐥𝐢𝐧𝐞 მასტერკლასი!

  • GIU-ში სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ბიზნეს სიმულაციური თამაში ჩატარდა

  • GIU-ში აბიტურიენტებისთვის ინგლისური ენის იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდა ჩატარდა

  • დასუფთავებისა და გამწვანების აქცია ჯიუ-ში

  • საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ 𝐆𝐈𝐔-ში სისხლის დონაციის დღე ჩატარდა

  • GIU-ს სტუდენტები ,,სტუდფესტი 2025“ მოხალისეობის კონკურსში მონაწილეობენ

  • GIU-ს სტუდენტებმა ,,სტუდფესტი 2025“-ის მოხალისეობის კონკურსში გაიმარჯვეს

  • GIU-ს სტუდენტი წლის საუკეთესო მოხალისედ დასახელდა ნომინაციაში – განათლების ხელშეწყობა და ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა

  • GIU-ს სტუდენტები ეროვნულ გალერეას სტუმრობდნენ

  • GIU-ს სტუდენტების სტუმრობა საქართველოს მუზეუმში

  • GIU-ს სტუდენტების ვიზიტი საქართველოს პარლამენტში

  • ჩინური კალიგრაფიის ინტერაქციული მასტერკლასი GIU-ში

  • GIU-ს ინსპირაციული შეხვედრა სახელწოდებით: ,,საუბრები ქართულ ღვინოზე და არამარტო…”

  • ჯიუ-ს სტუდენტმა საერთაშორისო გაცვლით პროექტში „ღირებულებების ოლიმპიადა: ინკლუზიური ევროპის აღმშენებლობა“ მიიღო მონაწილეობა

  • GIU-ს სტუდენტები საქართველოს ბანკის დაფინანსებით ერთი წლის განმავლობაში უფასოდ ისწავლიან

  • GIU-ს სტუდენტების ახალი, ინოვაციური ახალგაზრდული ინიციატივა – კლუბი LOOP YOUTH 

GIU-ს მესამე მისიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები (2026 წელი)

  • სემინარი აკადემიური და სამუშაო გადაწვის (Burnout) პრევენციის შესახებ

  • თერაპიული ხასიათის ვორკშოპები (სტრესის მართვა)

  • ტრენინგი ემოციური ინტელექტის განვითარებაზე (ემპათია, ემოციების მართვა)

  • Annual Ombudsman Forum: „Fair Campus 2026“ – სტუდენტური ფორუმი უფლებების შესახებ

  • ტრენინგი „იცოდე შენი უფლებები“: უფლებების დაცვისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ტრენინგი

  • სოციალური მედიის უსაფრთხოების კვირეული: ონლაინ უსაფრთხოებისა და ციფრული წიგნიერების ხელშეწყობა

  • მასტერკლასი „კრიპტო ცნობიერება“: კრიპტოვალუტებისა და თანამედროვე ფინანსების შესახებ

  • სემინარი: გლობალური მოქალაქეობისა და ინტერკულტურული კომპეტენციების შესახებ

  • STEM ტრენინგები: საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით

  • საერთაშორისო ექსპერტების ლექცია: მოწვეული უცხოელი ლექტორი საჯარო ლექცია/მასტერკლასი

  • სისხლის დონაციის საქველმოქმედო აქცია

  • გარემოს დაცვისა და გამწვანების კამპანია

  • ვიზიტი მოხუცებულთა თავშესაფარში („კათარზისი“)

  • მოხალისეობრივი პროექტები: ევროპის სოლიდარობის კორპუსისა (ESC) და სხვა მოხალისეობრივი პროგრამების პოპულარიზაცია

  • სტუდფესტი 2026: აქტიური მონაწილეობა მოხალისეობრივ მიმართულებებში

  • ანტიბულინგის და პატივისცემის კვირეული: ბულინგის წინააღმდეგ მიმართული კამპანია

  • ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის დღე

  • ღონისძიება „დაიწყე ინტეგრაცია“: ქართველი და უცხოელი სტუდენტების ერთობლივი აქტივობა დაახლოებისთვის

  • მულტიკულტურული დღე: სხვადასხვა კულტურის ტრადიციების გაცნობა და კულტურათა შეხვედრა

  • აზიური კულტურის დღეები: ჩინური ახალი წელი და კულტურული საღამო

  • City Game: ქალაქზე ორიენტირებული შემეცნებითი და გასართობი თამაში

  • ლაშქრობები საქართველოს რეგიონებში (კახეთი, ძამას ხეობა, ჯუთა/ყაზბეგი) – რეგიონული ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის კუთხით

  • ფოტო კონკურსი: „სამართლიანობა ჩემს თვალით“ – სოციალური თემატიკის ვიზუალური კონკურსი

  • კულტურული გაცვლა: სტუდენტების ჩართვა საერთაშორისო კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებში

  • ინკლუზიური განათლებისა და გარემოს ხელშეწყობის ღონისძიებები

  • გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება

  • უკუკავშირის მიღება სსმ სტუდენტებისგან გარემოს გაუმჯობესების მიზნით

  • უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის მონიტორინგი ხელმისაწვდომობის კუთხით

  • სოციალური მხარდაჭერის პაკეტების შემუშავება მოწყვლადი ჯგუფებისთვის

  • Mini Shark Tank: სტარტაპ იდეების კონკურსი/პრეზენტაცია ინვესტორებთან – ინოვაციების ხელშეწყობა

  • შეხვედრა „როგორ მივაღწიე წარმატებას“: წარმატებული მეწარმის/ბიზნესმენის გამოცდილების გაზიარება

  • ვებინარი კურსდამთავრებულებისთვის: ონლაინ შეხვედრა კარიერული განვითარების საკითხებზე

  • მასტერკლასი პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლებთან