𝟐𝟎𝟐𝟑 წლის 𝟏𝟑 ნოემბერს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ 𝐆𝐈𝐔-ს საქართველოს ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ. აღნიშნული შეხვედრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის და სტუდენტური თვითმმართველობის თანაორგანიზატორობით ჩატარდა.
საქართველოს ბანკის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჯიუს სტუდენტებს გაუზიარეს ინფორმაცია მიმდინარე ვაკანსიების, მორგებული სამუშაო გრაფიკის, ბანკში დასაქმებისა და კარიერული განვითარების შესახებ.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის საქართველოს ბანკს თანამშრომლობისთვის, სტუდენტებს კი დაინტერესებისთვის.