საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ სიამაყით გაცნობებთ, 𝐆𝐈𝐔-ს პროფესორ ედიშერ ფუტკარაძის ნაშრომი იაპონიის, კანსაის უნივერსიტეტის ჟურნალში დაიბეჭდა. სამეცნიერო ნაშრომის სახელწოდებაა: ,,სურვილის მნიშვნელობა სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური თვალსაზრისით“.
აღსანიშნავია, რომ ნაშრომი დაბეჭდილია გერმანულ და იაპონურ ენებზე.
ნაშრომი კიდევ ერთი შესანიშნავი საჩუქარია დარგის სპეციალისტებისა და ამ თემით დაინტერესებულ პირთათვის. უცხოელ კოლეგებთან სამეცნიერო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს ყოფილი სახელწოდება: გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის კოდი უცვლელია: 𝟏𝟒𝟑 (დეტალებისთვის იხ. საინფორმაციო პოსტი: https://bit.ly/44LpoPr )