საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს სამმხრივი მემორანდუმი ჩინეთის ქ. შენჭენის კვლევით ინსტიტუტებთან - GIU
2025 წლის 15 მაისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჯიუ-მ სამმხრივი მემორანდუმი გააფორმა შენჭენის უნივერსიტეტის სარტყელი და გზის კვლევით ინსტიტუტთან და ქ. შენჭენის სარტყელი და გზის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ინსტუტუტთან.

მემორანდუმი საფუძველს უყრის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და ჩინეთს შორის აკადემიური და კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავებას. შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობას შემდეგ ძირითად მიმართულებებში:

  • ერთობლივი კვლევითი პროექტები — თავისუფალი ეკონომიკური ზონების და „სარტყელი და გზის“ ინიციატივის გლობალური განვითარების მიმართულებით
  • სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამები
  • საერთაშორისო კონფერენციებისა და აკადემიური ფორუმების ორგანიზება
  • ერთობლივი პუბლიკაციები ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ
  • სემინარებისა და პრაქტიკული სამუშაო შეხვედრების გამართვა ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების თემებზე
  • გრანტებისათვის ერთობლივი განაცხადები საერთაშორისო დაფინანსების პლატფორმებზე
  • სტაჟირებისა და სწავლის შესაძლებლობები სტუდენტებისთვის

თანამშრომლობის მიზანია კვლევითი პოტენციალის განვითარება, კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა და ინოვაციური პროექტების შექმნა.