საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს ასოცირებული პროფესორმა – ნინო ხარიტონაშვილმა, ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის (𝐄𝐒𝐈) ეგიდით განხორციელებულ პოსტ სადოქტორო პროგრამაში – „სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები პოსტკრიზისულ პერიოდში“ მიიღო
მონაწილეობა.
პროგრამის შემაჯამებელ სამუშაო შეხვედრებს იტალიაში, კატანიის უნივერსიტეტი მასპინძლობდა. ნინო ხარიტონაშვილმა მონაწილეებს წარუდგინა მიმდინარე შედარებითი კვლევა ,,სამოქალაქო პროცესის სოციალური როლი მდგრადი განვითარების მიზნებისთვის”.
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს ყოფილი სახელწოდება: გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის კოდი უცვლელია: 𝟏𝟒𝟑 (დეტალებისთვის იხ. საინფორმაციო პოსტი: https://bit.ly/44LpoPr )