25 ივნისს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალისთვის ,,სახანძრო უსაფრთხოების“ თემასთან დაკავშირებული მორიგი ტრენინგი ჩატარდა.
სპიკერმა ისაუბრა სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებზე;
- ხანძრის წარმოშობის ზემოქმედების ფაქტორებზე;
- ხანძრის კლასიფიკაციის სახეობებზე, პრევენციული ზომებისა და დაცვის მექანიზმებზე.
- გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილა შენობა-ნაგებობების და სათავსოების მოვლა-პატრონობაზე;
- ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებსა და მექანიზმებზე. ასევე ევაკუაციის ფორმებზე.
ტრენინგის თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ სპიკერმა უპასუხა დასმულ კითხვებს.
დასასრულს, უნივერსიტეტის ეზოში, ცეცხლმაქრის გამოყენების პრაქტიკული ჩვენებაც მოეწყო.
ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი ნუგზარ მელაძე.