საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ორგანიზებით, ჩინეთში, პარტნიორ უნივერსიტეტში – პეკინის ენებისა და კულტურის უნივერსიტეტში (BLCU) – ქართველი სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლა მოეწყო.
საზაფხულო სკოლის ორგანიზების და სტუდენტთა მენტორობისთვის BLCU-ში მივლინებით გაემგზავრნენ ჯიუ-ს პროფესორები ანნა მახარაძე და მინგმინ ძი.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში სტუდენტებმა აღნიშნულ უნივერსიტეტში გაიარეს ენის კურსი, მონაწილეობა მიიღეს ჩინური ხელოვნების, კულტურისა და ტრადიციული სპორტის მასტერკლასებში, მოინახულეს ჩინეთის დიდი კედელი, იმპერატორის სასახლე და საზაფხულო რეზიდენცია, ცის ტაძარი და ბევრი სხვა ღირსშესანიშნაობა, ასევე მიწვეულები იყვნენ ჩინეთის ენებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის სახელმწიფო ცენტრში, სადაც დაათვალიერეს ჩინური კულტურის ინტერაქტიული მუზეუმი.
საზაფხულო სკოლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს პეკინის ენებისა და კულტურის უნივერსიტეტის სერტიფიკატები გადაეცათ.