25 თებერვალს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა GIU-მ უმასპინძლა ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავდა 2025 წლის კვლევითი საქმიანობის შეჯამებას და 2026 წლის სამეცნიერო კვლევითი პრიორიტეტების წარდგენას.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდა და მადლობის სიგელებით დაჯილდოვდა ის აკადემიური პერსონალი, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის განვითარებაში.
ამასთანავე, მოხდა 2026 წელს დაგეგმილი სამეცნიერო კვლევითი პრიორიტეტებისა და შიდა საგრანტო აქტივობების წარდგენა. ღონისძიების დასასრულს გაიმართა მსჯელობა უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევით პროექტებთან, ასევე საერთაშორისო საგრანტო პროექტებში აქტიურ მონაწილეობასთან დაკავშირებით.
აღნიშნულმა ღონისძიებამ შექმნა ეფექტური პლატფორმა ახალი სამეცნიერო კვლევითი ინიციატივებისა და თანამშრომლობის იდეების გაზიარებისა და განვითარებისთვის. ჯიუ-ში შექმნილი ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გარემო ხელს უწყობს სამეცნიერო კვლევითი ინიციატივების გამოვლენასა და რეალიზებას.