ვორქშოპი გახსნა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს რექტორმა, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრმა, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის დირექტორმა ელი ელისაშვილმა.
ვორქშოპს უძღვებოდა მოწვეული სპიკერი ირინა ქორიძე – ,,HR კონსალტინგის” დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ადამიანური რესურსების და ორგანიზაციული განვითარების სპეციალისტი, კარიერის კონსულტანტი, HR და ორგანიზაციული მართვის მრავალწლიანი გამოცდილებით.
ეფექტური გუნდური მართვა არა მხოლოდ ხელს უწყობს უკეთესი აკადემიური გარემოს შექმნას, არამედ ამცირებს სტრესსა და კონფლიქტებს სამუშაო პროცესში.
ვორქშოპის მთავარი თემები იყო:
- ლიდერული სტრატეგიები განათლების მენეჯმენტში;
- როგორ შევქმნათ და შევინარჩუნოთ მოტივირებული გუნდი;
- კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის თანამედროვე მიდგომები;
- ინოვაციური ტექნიკები სკოლის ეფექტური მართვისთვის.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.
ვორქშოპის მონაწილეებმა დასვეს კითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები პროფესიონალისგან.