მიმდინარე წლის 10 აპრილს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის მასტერკლასი – ,,შრომითი დისკრიმინაცია და კერძო სექტორში არსებული გამოწვევები“ ჩატარდა.
მასტერკლასს უძღვებოდა თამარ გაბისონია – დასაქმებულთა უფლებების დამცველ იურისტთა საერთაშორისო ქსელის რეგიონული კოორდინატორი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.
სპიკერმა ისაუბრა ისეთ თემებზე როგორიცაა:
- თანასწორობა და შრომითი ურთიერთობები საქართველოში;
- დისკრიმინაციის ამკრძალავი ნორმები;
- შრომითი დისკრიმინაციის ფორმები;
- კერძო სექტორში არსებული სისტემური პრობლემები;
- სამართლებრივი ჩარჩო და პრაქტიკული ბარიერები;
- დადებითი პრაქტიკები და რეკომენდაციები.
საჯარო ლექცია ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.