GIU-ს გასვლითი ლექცია შემოსავლების სამსახურში - GIU
1 მაისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ბიზნესის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა, სასწავლო კურსის ,,აუდიტის” ფარგლებში, გასვლითი ლექციის ფორმატში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,თბილისი“ მოინახულეს.

საბაჟო პროცედურების გაცნობის და დათვალიერების მიზნით, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სტუდენტებს მცირე ექსკურსია და დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია შესთავაზეს.

გარდა ამისა, სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს გაფორმების იმიტირებულ პროცესში და დეტალურად გაეცნენ დოკუმენტაციის მომზადებასა და შესაბამის პროცედურებს.