2025 წლის 22, 23 და 24 აპრილს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში მაგიდის ჩოგბურთის სტუდენტური ჩემპიონატი ჩატარდა.
ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა და მონაწილეობა მიიღო GIU-ს 24-მა სტუდენტმა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამიდან.
მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატში გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული, რომლებიც ჯიუს სახელით მიიღებენ მონაწილეობას ახალგაზრდულ სტუდენტურ ფესტივალზე – ,,სტუდფესტი 2025“.
გაიცანით მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატის გამარჯვებულები:
- თეა ნატმელაძე – I ადგილი
- ია ჩხაიძე – II ადგილი
- რამინ სირაძე – I ადგილი
- ლუკა ხერგიანი – II ადგილი
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზი – 100 და 200 ლარიანი სასწავლო ვაუჩერები.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის ფარგლებში ჩამოყალიბდა GIU-ს მაგიდის ჩოგბურთის გუნდი და მომავალში, უნივერსიტეტის მესვეურთა მხრიდან, სპორტის ამ სახეობის მოყვარულებს უფრო მეტი მხარდაჭერა და თანადგომა ექნებათ.