GIU-ს ვორქშოპი: ,,როდესაც შფოთვა არ გიშლის ხელს” - GIU
2025 წლის 16 მაისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში, სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული, ვორქშოპი ,,როდესაც შფოთვა არ გიშლის ხელს” ჩატარდა.

შეხვედრას უძღვებოდა ფსიქოლოგი ნათია ობგაიძე – გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის დოქტორანტი, 𝐆𝐈𝐔-ს ასოცირებული პროფესორი. ტრენერთა ასოციაციის ასოცირებული წევრი, საქართველოს კოგნიტურ – ბიჰევიორული თერაპიის საზოგადიების წევრი.

სპიკერმა, სტუდენტებთან ერთად, ისაუბრა შფოთვის შესახებ – როგორია ის სინამდვილეში და როგორია ჩვენი ურთიერთობა მასთან.

გარდა ამისა, შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი თემები როგორიცაა:

  • როგორ „მუშაობს“ შფოთვა ჩვენს სხეულსა და გონებაში;
  • შფოთვის ციკლი და ის „მოჯადოებული წრე“, რომელშიც ხშირად ვიხევთ უკან;
  • რატომ ვერ „დავძლევთ“ შფოთვას მის გაცნობიერებამდე.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა გაიზრეს, რომ შფოთვა მხოლოდ მტერი კი არა, ჩვენი ფსიქიკის დამცავი მექანიზმიცაა.

სპიკერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც შფოთვის დროს შეგვიძლია გადავდგათ.

მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშოები, გაუზიარეს ერთმანეთს შფოთვის გამოცდილება, ისაუბრეს ტრიგერებზე და შფოთვის დაძლევის გზებზე.