GIU-ს ფრენბურთელთა გუნდის მორიგი გამარჯვება! - GIU
2025 წლის 20 მაისს ,,სტუდფესტი 2025“-ის ფარგლებში ფრენბურთის ტურნირი დაიწყო. შეჯიბრება გუნდებს შორის ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობს.

მატჩი დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. ჩვენი უნივერსიტეტის გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდთან.

GIU-ს გუნდი ახლა უკვე შემდეგი მატჩისთვის ემზადება, რომელიც 22 მაისს გაიმართება.

ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენი უნივერსიტეტის ფრენბურთელთა გუნდს!