ჯიუ-ს წარმომადგენელთა მონაწილეობა X საერთაშორისო კონფერენციაში „კულტურათა დიალოგი ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში“ - GIU
2025 წლის 9 მაისს, კიევის ეროვნული ტექნოლოგიებისა და დიზაინის უნივერსიტეტის (KNUTD) ინიციატივით გაიმართა X საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „კულტურათა დიალოგი ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში“, რომელშიც მონაწილეობდნენ მეცნიერები და საგანმანათლებლო დაწესებულებები როგორც ევროპული, ისე მის ფარგლებს გარეთ არსებული სივრციდან. აღნიშნულ ღონისძიებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჯიუ-მ, როგორც ამ ღონისძიების თანაორგანიზატორმა უნივერსიტეტმა. ჯიუ-ს წარმომადგენლები – რექტორი, ელისო ელისაშვილი; ჯიუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი გრიგოლ კალანდაძე, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი; ზოია ადამია, ფილოლოგიის დოქტორი, ჯიუ-ს პროფესორი – მონაწილეობდნენ კონფერენციაში და ასევე ჩართულნი იყვნენ როგორც ორგანიზაციულ, ისე თემატურ დისკუსიებში.

ჯიუ-ს წარმომადგენელთა მონაწილეობა ამ კონფერენციაში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის ინტერესს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობისა და კულტურული ურთიერთობების მიმართ.

კონფერენცია ჩატარდა უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ გთხოვთ, იხილოთ: https://en.knutd.edu.ua/events-and-publications/news/18546/