GIU-ს სტუდენტების სტუმრობა საქართველოს მუზეუმში - GIU
,,სამუზეუმო ხელოვნების” სალექციო კურსის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ტურიზმის პროგრამის სტუდენტები სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმს ესტუმრნენ.

სტუდენტებმა დაათვალიერეს მრავალსაუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობა და მუზეუმის ისტორიული ექსპონატები.

დამთვალიერებლებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ოქროს ფონდში დაცულმა საგანძურმა.

ემოციებით იყო დატვირთული ოკუპაციის მუზეუმის დათვალიერების პროცესიც. სტუდენტების თვალწინ კიდევ ერთხელ გაცოცხლდა ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ტრაგიკული ეპიზოდები.