GIU-ს 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებული სტუდენტები მადლობის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ - GIU
2025 წლის 19 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის და ბიზნესის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის წარჩინებული სტუდენტების დაჯილდოება გაიმართა.

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა, რომლებმაც გასული სასწავლო წელი მაღალი აკადემიური მოსწრებით დაასრულეს, წარჩინებული სტუდენტის სერტიფიკატები მიიღეს.

მისასალმებელია, რომ მსგავსი ხასიათის წახალისებები ზრდის სტუდენტთა მოტივაციას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის სტუდენტთა ჩართულობას საუნივერსიტეტო და აკადემიურ საქმიანობაში.

GIU ზრუნავს სტუდენტთა მოტივაციაზე. მოტივაცია კი ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გვაძლევს, აქტიურად ვეძებოთ და აღმოვაჩინოთ სტუდენტში ის უნარები და შესაძლებლობები, რომელიც მომავალში დაეხმარება მათ წარმატებული კარიერის შექმნაში.