ღონისძიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და ჩატარება სრულად განხორციელდა GIU-ს ინგლისურენოვანი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ქართველი და უცხოელი სტუდენტების მიერ, „ღონისძიებების მართვის“ სასწავლო კურსის ფარგლებში. ღონისძიება უნივერსიტეტის დაფინანსებით ჩატარდა. აღნიშნული ღონისძიების საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში ,,Buddy” პროგრამის ჯგუფის სტუდენტებიც იღებდნენ მონაწილეობას.
GIU-ს პრაქტიკული სწავლების მოდელი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს თეორიული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში გამოსცადონ, გუნდურად, კრეატიულად იმუშაონ, ისწავლონ გადაწყვეტილებების მიღება, შეიმუშაონ საკუთარი პროექტები და პრაქტიკაში განახორციელონ.
„Squid Game“-ის თამაშებში მონაწილეობდნენ GIU-ს სტუდენტები და მოხალისეები. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
სტუდენტების გუნდურმა ნამუშევარმა მაღალი შეფასება დაიმსახურა, ხოლო მონაწილეებს და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი, საინტერესო გამოცდილება შესთავაზა.