დღეს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა ავტორიზაციისთვის მომზადების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელიც ემსახურებოდა შიდა პროცესების მონიტორინგს და ხარისხის გაუმჯობესების აქტივობების შეფასებას.
შეხვედრას ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის რექტორი, ქალბატონი ელი ელისაშვილი, რომელმაც დეტალურად შეაჯამა ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობა და გამოკვეთა მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები.
სიტყვით გამოვიდნენ:
- სელინა ლიი, ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების და უცხოელი სტუდენტების რეკრუტირების მიმართულებით – მან მიმოიხილა მიმდინარე სტრატეგიები და მომავალი გეგმები;
- მარიამ დარბაიძე, ვიცე-რექტორი ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით – წარადგინა უნივერსიტეტის ხარისხის სტანდარტების დახვეწის პროცესი და ახალი ინიციატივები.
ღონისძიება ჩატარდა ინტერაქციულ ფორმატში, რამაც ხელი შეუწყო ღია დისკუსიას, იდეების გაზიარებასა და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ჩართულობას.
GIU განაგრძობს პროგრესულ ნაბიჯებს განათლების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისკენ!