უნივერსიტეტში ,,სტუდფესტი 2025“-ის ფარგლებში დაგეგმილი იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა - GIU
დღეს, 26 ივნისს,  საქართელოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა, ,,სტუდფესტი 2025”-ის   ეგიდით დაგეგმილი პროექტის ,,ჩვენ თანასწორები ვართ” ფარგლებში, იმიტირებული სასამართლო პროცესის მონაწილეებს უმასპინძლა.

აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა პროცესის მონაწილეთათვის რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიწოდებას ადამიანის უფლებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ.

იმიტირებული სასამართლო პროცესის მონაწილეებს, დავალების სახით, მიეცათ კონკრეტული ქეისი, განაწილდა როლები, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და თავად იმიტირებული სასამართლო პროცესი.

ღონისძიების მონაწილეებს  გადაეცათ  სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩექრები.