საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს მფლობელმა, ბატონმა ქანგ ჭენგმა მონაწილეობა მიიღო „Haier Industrial Finance“-ის 2025 წლის საგანმანათლებლო ეკოსისტემის სამიტში.
„Haier Industrial Finance“ ჩინეთის წამყვანი ინტეგრირებული სამრეწველო ოპერაციების მომსახურების პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს ერთიანი ფინანსური მომსახურების გადაწყვეტილებების მიწოდებას სთავაზობს ფინანსური ლიზინგის, კომერციული ფაქტორინგის და სხვა დამატებითი ღირებულების მქონე მომსახურების მეშვეობით.
სამიტი ეძღვნებოდა განათლების ინდუსტრიის განვითარების ახალი გზების უკეთ შესწავლას, ინოვაციური იდეებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, განათლების დიჯიტალიზაციას, ინტერნაციონალიზაციას, განათლების განვითარებაში ინდუსტრიული და ფინანსური რესურსების გაერთიანების ხელშეწყობას, ჰიბრიდული მოდელის მქონე ინდუსტრიული აკადემიების განვითარებას და ხელოვნური ინტელექტის გავლენას კადრების მომზადებაზე.
ბატონი ქანგის მიწვევა და სიტყვით გამოსვლა ცხადყოფს, რომ სამიტის ორგანიზატორები მაღალ შეფასებას აძლევენ მის წვლილს საერთაშორისო განათლების სფეროში.
ბატონი ქანგის მოხსენების თემა იყო „პროფესიული და უმაღლესი განათლების გლობალური გამოცდილება“. მან სისტემურად მიმოიხილა ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის სტრატეგიული ხედვა საერთაშორისო განათლების სფეროში – მათ შორის საზღვარგარეთ სწავლების პრაქტიკა, პროფესიული განათლების ექსპორტი, საერთაშორისო მასშტაბით ოპერირების გამოცდილება და გაერთიანება/შესყიდვის სტრატეგიები.
მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო განათლების ჯგუფის საზღვარგარეთ მოქმედი წარმატებული ინსტიტუციები, მათ შორის საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ, იაპონიის ვასედას სამედიცინო კოლეჯი, სინგაპურის SSTC აკადემია და სხვ.
„საერთაშორისო განათლების გზაზე მხოლოდ უნიკალურობით შეიძლება წარმატება.“ მან აღნიშნა, რომ ამ სფეროში გამოწვევებიც ბევრია, მაგრამ შესაძლებლობები – კიდევ უფრო მეტი. სწორედ ამიტომ მან მოუწოდა დარგის წარმომადგენლებს, ერთად შექმნან „საერთაშორისო განათლების ალიანსი“, სადაც გაერთიანდება რესურსები და გამოცდილება, რაც ხელს შეუწყობს სერთაშორისო განათლების ხარისხის შემდგომ განვითარებას.
სამიტში მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა წამყვანმა ექსპერტმა, მკვლევარმა, ინვესტორმა და ასზე მეტმა კერძო უმაღლესი და საბაზისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.