საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა, ანი ქავთარაძემ გაიმარჯვა. იგი ერთი წლით მიემგზავრება ჩინური ენის შესასწავლად სიასის საერთაშორისო უნივერსიტეტში (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა).
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ანი ქავთარაძე სრული დაფინანსებით ისწავლის სიასის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა ჯიუ-ს სტუდენტებისთვის.
მომავალ წელს მობილობის იმავე პროგრამით ჯიუ-ს 10 სტუდენტი შეძლებს სარგებლობას.