საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ გაფორმებული მემორანდუმით კიდევ ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორობას ამყარებს. თანამშრომლობა ითვალისწინებს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, Horizon Europe, Erasmus+, Visegrad Fund და სხვა საერთაშორისო პროგრამებში ჩართულობას.
მემორანდუმი ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას:
ერთობლივი კვლევითი ცენტრებისა და ლაბორატორიების შექმნა („Rule of Law and Sustainability Studies Hub“, AI და ინოვაციური ტექნოლოგიების პლატფორმა);
ინტერდისციპლინური კვლევები სამართალში, საერთაშორისო ურთიერთობებში, კლიმატის ცვლილებასა და მდგრად განვითარებაში, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებებში;
სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების ერთობლივი სემინარები, ტრენინგები და გაცვლითი პროგრამები.
აღნიშნული შეთანხმება მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის აკადემიური რესურსების გაერთიანებას, ინოვაციური კვლევების ხელშეწყობას, სტუდენტებისა და მეცნიერებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას საერთაშორისო მასშტაბით.