ტრენინგი მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პროცედურებისა და რეგულაციების გაცნობას.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია, ,,პერსონალური მონაცემების დამუშავებისას, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.“ ამ მიზნის მისაღწევად, კანონი ორგანიზაციებს განუსაზღვრავს ვალდებულებას, რომ მონაცემები დაამუშაონ კანონიერად, კეთილსინდისიერად და მონაცემთა სუბიექტების უფლებების ჯეროვანი გათვალისწინებით. ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, მიიღონ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რათა უზრუნველყონ მონაცემთა კანონის შესაბამისად დამუშავება.
ტრენინგს უძღვებოდა უნივერსიტეტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი გიორგი ხარაიშვილი.
სპიკერმა ისაუბრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობაზე, მონაცემთა დამუშავების წესზე, მონაცემთა დაცვის მექანიზმებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ სხვა არსებით საკითხებზე.
