საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუსა და აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
Loialte არის აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მრავალფეროვან და მაღალი ხარისხის პროფესიულ სერვისებს სთავაზობს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის – იურიდიული მიმართულებით – Loialte Legal.
მემორანდუმის ფარგლებში, GIU-ს სამართლის საბაკალავრო და კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, დამამთავრებელ კურსზე ხსენებულ კომპანიაში გაიარონ პროფესიული პრაქტიკა.
ეს პარტნიორობა სტუდენტებს მისცემს უნიკალურ შანსს, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება რეალურ ბიზნეს გარემოში, განივითარონ პროფესიული უნარები და შეიძინონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნა.
GIU და Loialte Legal ერთობლივად ზრუნავენ მომავალ იურისტთა პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე.