ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა ავტორიზაციის პროცესი და მიიღო უპირობო ავტორიზაცია.
ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს ხარისხის, პროფესიონალიზმისა და მუდმივი განვითარების აღიარებას.
ეს მნიშვნელოვანი მიღწევა უნივერსიტეტის განვითარების გზაზე კიდევ ერთი ეტაპია და ნათლად ასახავს სტუდენტებისა და აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალის ერთობლივი შრომის შედეგს.
გილოცავთ სტუდენტებს, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს!
GIU აგრძელებს სანდო და თანამედროვე განათლების შეთავაზებას სტუდენტებისთვის.