უნივერსიტეტ ჯიუ-სა და შემოსავლების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-სა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, მხარეებს შორის თანამშრომლობა საგადასახადო და ადმინისტრირების სფეროებში განხორციელდება.

მემორანდუმი მიზნად ისახავს უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების განათლების ხელშეწყობას, შრომის ბაზრის მოთხოვნების ადეკვატური კადრების მომზადებასა და პრაქტიკული სასწავლო კურსის გავლას სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებში.

მისასალმებელია, რომ თანამშრომლობის ეს ფორმა ორ მხარეს შორის ნაყოფიერი და გრძელვადიანი ერთობლივი საქმიანობის მყარ საფუძველს ქმნის.