ღონისძიება მიზნად ისახავდა ინფორმაციის გაზიარებას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „Horizon Europe“ პროგრამის საგრანტო შესაძლებლობებზე, კვლევით და ინოვაციურ პროექტებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია, როგორც ახალგაზრდა მეცნიერებისათვის, ისე უნივერსიტეტის მკვლევარებისა და აკადემიური პერსონალისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ GIU-ის რექტორი, აკადემიური პერსონალი, უნივერსიტეტის სკოლების დეკანები, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებისა და კვლევების ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელები.
პრეზენტაციის მსვლელობისას ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საგრანტო კონკურსების გამოცხადების პერიოდები, განაცხადის წარდგენის პროცედურები, საკვალიფიკაციო მოთხოვნები კონკურსში მონაწილეობისათვის და დაფინანსების მოპოვების კრიტერიუმები.
ღონისძიების მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეუძლიათ უნივერსიტეტის მკვლევარებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ჩაერთონ მიმდინარე და მომავალ ევროპულ კვლევით პროექტებში, შექმნან კონსორციუმი და პარტნიორული ქსელი უცხოელ კოლეგებთან და განავითარონ ინოვაციური კვლევითი იდეები ევროკავშირის მხარდაჭერით.