ჯიუს სტუდენტებისთვის სტაჟირების უნიკალური შესაძლებლობა ჩინეთში - GIU
2025 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა (GIU) ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ელექტრონული კომერციის კომპანიასთან – Guangzhou Dajiang E-Commerce Co., Ltd-თან.

მემორანდუმის ფარგლებში, ჯიუს ბიზნესის ადმინისტრირებისა და სინოლოგიის პროგრამების სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა სტაჟირება გაიარონ ჩინეთში, აღნიშნულ კომპანიაში და მოიპოვონ პრაქტიკული გამოცდილება თანამედროვე ელექტრონული კომერციისა და საერთაშორისო ბიზნესის სფეროში.

Guangzhou Dajiang E-Commerce Co., Ltd მრავალი წელია ოპერირებს დიდ მასშტაბებზე და თანამშრომლობს წამყვან ბრენდებთან ჩინეთსა და მის ფარგლებს გარეთ.

ეს თანამშრომლობა ჯიუსთვის იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი სტუდენტთა პროფესიული განვითარებისა და საერთაშორისო პრაქტიკის მიმართულებით, რაც მათ მისცემს შანსს, უშუალოდ გაეცნონ გლობალური ციფრული ეკონომიკის თანამედროვე ტენდენციებს.